ქართველი ბარიტონი ვერდის ოპერაში მთავარ პარტიას იმღერებს

27 ივლისი, 2017

ქართველი ბარიტონი ვერდის ოპერაში მთავარ პარტიას იმღერებსქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე ჯუზეპე ვერდის “Un giorno di regno”-ს საპრემიერო სპექტაკლში იმღერებს.

გოჩა კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის მთავარ როლის ბელფიორეს პარტიას შეასრულებს. სპექტაკლს გერმანიაში ცნობილი რადიო “კულტურა” გადასცემს და გამოვა დისკიც, რომელიც სულ მალე გაყიდვაში იქნება.

გოჩა აბულაძე:

“შტუდგარტის ფილარმონიულ ორკესტრს მაესტრო მარკუს ბოში უდირიჟორებს, რომელმაც 3 დღის წინ ჩვენს საამაყო და ჩემს უსაყვარლეს მეგობარ ხატია ბუნიათიშვილთან ერთად გამართა 90.000 ადამიანის თანდასწრებით მაშტაბური კონცერტი ქალაქ ნიურბერგში!”