11 ივნისი, 2017

შეგიძლიათ ასე ორიგინალურად ჩაწეროთ ნოტები?

ნებისმიერი ახალი მუსიკალური ნაწარმოების ჩასაწერად მისი ავტორისთვის სანოტო სისტემაში ნოტების ჩაწერის ცოდნა სავალდებულოა.

არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მუსიკის აღქმა სრულიად სხვა განზომილებაა და მუსიკალური ნოტების ჩაწერაც ხელოვნების უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი.

“არტ ინფო” გთავაზობთ ვიდეოს, სადაც სანოტო სისტემაში ნოტების ჩაწერა ნამდვილი ხელოვნებაა. მუსიკა და მხატვრობა ამ ვიდეორგოლში საკმაოდ ორიგინალურად არის შერწყმული.

ვიდეოს ყურებისას თქვენს თვალწინ ჯადოსნური სამყარო გადაიშლება, რომელიც საოცრად დადებით და ლამაზ ამბავს მოგიყვებათ.