28 ივნისი, 2017

“სასწრაფოდ მიხედეთ!”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე წალკაში მდებარე ბურნაშეთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ფოტოებს ავრცელებს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მიხედონ ტაძარს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“სანამ ჩვიბიანის კოშკივით ჩამონგრეულა, სასწრაფოდ მიხედეთ ამ X-XI საუკუნეების ავთენტურად შემონახულ უსახურავო და ჯერ კიდევ საშუალოდ ავარიულ ეკლესიას.”

ბურნაშეთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მდგომარეობას დეტალურად აღწერს კუკური მეტრეველი:

“ტაძრის ტიმპანის ქვაზე, აღმოსავლეთის სარკმელის და ინტერიერში საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში არსებულ ასომთვარულ წარწერებში მოხსენიებულნია ჯვრის მონასტრის წინამძრვარი იოანე, გიორგი და სვიმონ მანხეკელი, გვალეშაისძე და გაშატაიძე. ინტერიერის სამხრეთის თაღზე საინტერესო ადამიანის გამოსახულებიანი ბარელიეფია.

ტაძრის მდგომარეობა დღითი–დღე უფრო მძიმდება!

თაღის რღვევა დაწყებულია. წვიმის წყალი ინტერიერში ყველგან ჩამოდის და რეცხავს კედლებზე ალაგ–ალაგ ჯერ კიდევ შემორჩენილ ფრესკების ნაკვალევს. აღმოსავლეთის კედელში გაჩენილი ბზარი კატასტროფული სიჩქარით იზრდება და სარკმლის ულამაზესად მოჩუქურთმებული წარწერებინი ვებერთელა ფილა ერთიცაა ჩამოვარდება!

უკვე მერამდენედ, ყოველ მისვლაზე გული მეწურება ჩამონგრეული არ დამხვდეს!.. ნუთუ ასე ძნელია, ამ მომცრო და კოპწია, უნიკალურად შემკული პარატა ბაზილიკისთვის ახლა მაინც მიშველება და გადარჩენა?!”