7 ივნისი, 2017

სალომე კორკოტაშვილის კიდევ ერთი წარმატება ამერიკაში

მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა ამერიკაში კიდევ ერთი წარმატებას და აღიარებას მიაღწია.

ინფორმაციას და ვიდეოჩანაწერს სალომე კორკოტაშვილი თავად ავრცელებს:

“ასე ემოციურად არასდროს არ მიმღერია! ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა! მითხრეს ტოპ ხუთეულში შევდივარ და მათ მიმიწვიეს super bowl-ზე, რომ სტადიონზე ვიმღერო ამერიკის ჰიმნი!!

მინდა მადლობა ვუთხრა დათუნა სულიკაშვილს ასეთი ჯადოსნური კაბისთვის და ჩემს ახალ ოჯახს საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში!”