19 ივნისი, 2017

კონსტანტინე ვარდელი გარდაიცვალა

სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტის პირველი ვიოლინო კონსტანტინე ვარდელი გარდაიცვალა.

ეს სამწუხარო ინფორმაცია ანსამბლ “რუსთავის” წევრმა დავით გველესიანმა გაავრცელა:

“ჩემი უძვირფასესი კოტიკა ვარდელი აღარ გვყავს. უდიდესია მისი დამსახურება ქართული კულტურის წინაშე. პირადად მისი დამსახურებაა, მე რომ დღეს მუსიკოსი ვარ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული!”

კონსტანტინე ვარდელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილის და ეროვნული პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმი და სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი იყო. მევიოლინეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მუსიკოსის დასახმარებლად მისმა კოლეგებმა საქველმოქმედო საღამოებიც ჩაატარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.