10 ივნისი, 2017

“ვწუხვარ, რომ ასე მოხდა”

მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა ამერიკაში თავისი გამოსვლით რამდენიმე დღის წინ აღაფრთოვანა მსმენელი.

მომღერალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ტოპ ხუთეულში დაასახელეს და Super Bowl-ზე ამერიკის ჰიმნის შესრულებაც შესთავაზეს. სამწუხაროდ, სალომე მოატყუეს:

“ჩემო მეგობრებო აქაც არიან აფერისტები. სამწუხაროდ, ამერიკელი ივენთ მენეჯერი, ვინც დამპირდა Super Bowl-ზე მონაწილეობის მიღებას, აფერისტი აღმოჩნდა. არავითარი კონტაქტი არ აქვს ორგანიზატორებთან.

გული მწყდება, რომ ხალხი ასე იტყუება და იმედს აძლევს მუსიკოსებს. უნდა გავითვალისწინო, რომ ამ ბიზნესში ყველას უყვარს ბევრი ლაპარაკი და ამ დროს სიმართლეს ცოტას გეუბნება.

ვწუხვარ, რომ ასე მოხდა.”