22 მაისი, 2017

6 იგავი ბიბლიიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

„EVANGELION” – თანამედროვე, თავისუფალ, მოდერნისტულ საცეკვაო ხერხში გადმოცემული ამბის პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 3, 4 და 9 ივნისს 19 საათზე გაიმართება.

ქორეოდრამის დრამატურგიული საფუძველი, რომელსაც დამდგმელმა ჯგუფმა მოკიდა ხელი, გაბედული და მოულოდნელია – ეს არის 6 იგავი ბიბლიიდან და სახარებიდან.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მხოლოდ ცეკვის საშუალებით გვიამბობენ იოანე ნათლისმცემლის, უძღები შვილის, მარიამ მაგდალელის, სალომესა და იუდას იგავებს, რასაც აგვირგვინებს ქებათა-ქების პირველის ლექსი.

ქორეოდრამის „ EVANGELION” იდეის ავტორი, ქორეოგრაფი, რეჟისორი და მხატვარია გია მარღანიაა, ადაპტირებული ტექსტის ავტორი – დოდო ხურცილავა, მხატვარ-შემსრულებელი – მარიამ ჭელიძე, მუსიკალური გამფორმებელი – ზურაბ გაგლოშვილი.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო ლეჟავა – მარიამ მაგდალელი და სალომე, ვანო დუგლაძე – იოანე ნათლისმცემელი და მამა, ნიკა ნანიტაშვილი – იუდა და უძღები შვილი და სხვანი.

სპექტაკლი ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.