27 მაისი, 2017

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის ფოკუსში

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია საქართველოსთვის მეტად სასიამოვნო და საამაყო ინფორმაციას ავრცელებს:

“ყველა თავდადებულ შრომას აუცილებლად მოაქვს შედეგი და აი ერთი მაგალითი: შარშან ჩვენ კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გამოვეცით შესანიშნავი წიგნი “შექსპირი ქართულ ხელოვნებაში” (ქართულ-ინგლისური), შემდეგ იყო ამ წიგნის პრეზენტაცია ლონდონში და, აი, 26 მაისს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ჟურნალმა Shakespeare Magazine-მა საქართველოს დამოუკიდებლობა ტვიტერზე სწორედ ჩვენს მიერ გაკეთებული წიგნით მოულოცა!

ორმაგად სასიხარულოა ისიც, რომ შექსპირთან ერთად ამ მოლოცვაში ნახსენებია ჩვენი დიდებული რუსთაველიც! ეს ბრწყინავლე ამბავი დღეს მაცნობა საქართველოს საელჩომ ინგლისში და გადმომიგზავნა შესაბამისი ფოტოც!

ძალიან მიხარია, რომ ჩემი და ჩემთვის ძვირფასი მუზეუმის შრომა უცხოეთში ასეთ გამოხმაურებას იწვევს! ვულოცავ ყველას!”