20 მაისი, 2017

ქართული ფილმის გამარჯვება ერაყის კინოფესტივალზე

ერაყში საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან წარდგენილი ფილმები მონაწილეობდნენ. კონკურსანტთა შორის იყო დოკუმენტური ფილმი საქართველოდან.

ნომინაციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამარჯვებული გახდა მარიამ ხაჭვანის “დინოლა”. ფილმი მაყურებელს საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოუთხრობს.

“დინოლა” უკვე მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალში და პრიზები და ჯილდოებიც დაიმსახურა. წარმატებების ჩამონათვალს ამიერიდან ერაყის კინოფესტივალზე მიღწეული გამარჯვებაც შეემატა.