5 მაისი, 2017

“საზღვარს გადახვედით!”

რუსთაველის თეატრის მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი იშვიათად აკეთებს საჯარო განცხადებებს. ის სათქმელს ყოველთვის თავისი საქმით ამბობს და როგორც მაყურებელი აღნიშნავს, ყოველთვის უმაღლეს ხარისხში.

ლელა ალიბეგაშვილი რუსთაველის თეატრის უმცროს კოლეგას ბესო ზანგურს აფრთხილებს და სიტყვების კონტროლს ურჩევს:

“ფრთხილად, ჩემო “რუსთაველის თეატრის” უმცროსო “კოლეგებო”… საზღვარს გადახვედით!!!…

სიტყვა – აკონტროლე!!!!! სამარცხვინოებო!!!! დაოკდით!… თუ არა, და… პასუხს მიიღებთ ჩემგან… ჩემგან, რადგან პასუხის გამცემი აღარავინ დარჩა!!!

რა, ამბავში ხარ, ბესო ზანგურო!!!!!!…. ფრთხილად, სანამ გავბრაზებულვარ, გითმენთ, კარგა ხანია!”