21 მაისი, 2017

პარიზში კომპიუტერების ეკრანებზე ქართული ასოებია დაყენებული

პარიზში Inalco-ს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში კომპიუტერების ეკრანებზე ქართული ასოებია დაყენებული.

ინფორმაციას ამის შესახებ ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ავრცელებს:

“შემთხვევითი სულაც არის.

ეს საფრანგეთში ერთადერთი უნივერსიტეტია, სადაც ქართული ისწავლება, როგორც უცხო ენა.

ამასთანავე, ქართული დამწერლობა მიიჩნევა როგორც განსაკუთრებულად ლამაზი.

მარიკა მეგრელიშვილის ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი გელა იზორიას.”