24 მაისი, 2017

“ნუ განსჯით!”

საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასის ბალერინას მიერ დედის მკვლელობამ არა მარტო მის კოლეგებსა და ახლობლებში, არამედ მთელ საზოგადოებაში დიდი მწუხარება გამოიწვია.

მას პარტნიორები თუ მეგობრები დადებით და კეთილ ადამიანად ახასიათებენ და უჭირთ იმის წარმოდგენა, რაც მოხდა.

ბოსტონის ბალეტის პრემიერი ლაშა ხოზაშვილი, რომელიც ანის პარტნიორი იყო და მრავალი პარტია აქვს მასთან ნაცეკვი, მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს განსჯისგან:

“ჩემთვის დაუჯერებელია ის ტრაგედია, რაც მოხდა.

ანი მურადელი – ჩემი მეგობარი, ჩემი პარტნიორი ვისთანაც მრავალი პარტია მაქვს ნაცეკვი.

რაც მოხდა, ეს წარმოუდგენელი ამბავია…

მივმართავ იმ ადამიანებს ვინც არ იცნობს ანის, ნუ განსჯით!!!”