20 მაისი, 2017

ნახეთ ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის თრეილერი

რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ახალი ფილმი გადაიღო. ფილმის თრეილერი რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა რეჟისორის გერმანელმა აგენტებმა ზაზა ურუშაძის ნამუშევრის ახალი თრეილერი დაამზადეს.

“აღსარება” – ასე ეწოდება რეჟისორის მორიგ ფილმს. მასში მთავარ როლებს დიმა ტაიშვილი, სოფია სებისკვერაძე და იოსებ ქველიძე თამაშობენ.

ფილმი ჟანრობრივად დრამაა. მამა გიორგი, რომელიც წარსულში რეჟისორი იყო, მსახურებისთვის ერთ სოფელში ჩადის. იმისთვის, რომ მოსახლეობა ეკლესიაში სიარულს შეაჩვიოს, დაკეტილ ტაძარში ფილმების ჩვენებას იწყებს. პირველივე ფილმის ნახვის შემდეგ, სოფლის მაცხოვრებლები მერლინ მონროს მათ სოფელში მცხოვრებ მუსიკის მასწავლებელს ლილის მიამსგავსებენ. ლილისთან შეხვედრის შემდეგ მამა გიორგის ბალანსი ირღვევა – მუსიკის მასწავლებელი ძალიან სექსუალურია და ცდუნების გაძლება რთულია.

რეჟისორის ახალი ფილმის პრემიერა კინოთეატრებში უკვე დაგეგმილია.

ზაზა ურუშაძე:

“ეს “აღსარების” ახალი თრეილერია, კინოთეატრებისთვის – ჩემი გერმანელი აგენტების მიერ გაკეთებული.”