27 მაისი, 2017

“მოდი ღამე მუზეუმში”

ამ მოწოდებით მიმართავს საქართველოს ხელოვნების სასახლე თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის და ზოგადად ხელოვნების მოყვარულებს და თავისი უნიკალური ექსპონატების გამოფენაზე ეპატიჟება.

– მოდი ღამე მუზეუმში და მიიღე მონაწილეობა “ვეფხისტყაოსნის” სახალხო გადაწერაში! “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ეგზემპლარი, რომელსაც ასობით გადამწერი ჰყავს, უკვე ხელოვნების სასახლეშია და ახალ კალიგრაფებს ელოდება! ასე რომ, მოდი ღამე ხელოვნების სასახლეში. დღეს მუზეუმი ღიაა 20 საათიდან ღამის 01 საათამდე,” – აცხადებს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.