19 მაისი, 2017

“მეტი ყურადღება ქართულ კინოს!”

რიგით 70-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორი რატი წითელაძე კინოფესტივალზე 2 ფილმის პროექტს წარადგენს.

რატი წითელაძე:

“წარმოუდგენელია – წელს, 2 ფილმის პროექტს წარვადგენთ 70th Festival de Cannes-ზე.

“ცარიელი სახლის” პიჩინგი 25 მაისს Gray d’Albion beach-ზე გაიმართება.

დოკუმენტური “17 მაისი” კი Doc Corner-ზე 100-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტურიდან 6 საუკეთესო შორის შეარჩიეს და ფილმის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებს წინაშე 21 მაისს თანაპროდიუსერ და სცენარის ავტორ ნინო ვარსიმაშვილთან ერთად წარვადგენ.

მიუხედავად იმისა, რომ 2 პროექტი გვაქვს კანზე:
კულტურის სამინისტრომ სცენარის ავტორისათვისა და პროდუსერისთვის სასტუმროს ხარჯების დასაფარი თანხაც კი ვერ გამონახა.
კინოცენტრმა კი მხოლოდ ბილეთის ნაწილის დაფარვა შეძლო.
მეტი ყურადღება ქართულ კინოს!”