1 მაისი, 2017

ვანდალიზმი პანტომიმის თეატრში

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი მიუხედავად არაერთი სირთულისა, მაინც ახერხებს დადგას სპექტაკლები, ჩაატაროს ფესტივალები, იმოგზაუროს საქართველოს რეგიონებში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს პანტომიმის უნიკალური ხელოვნება.

პანტომიმის თეატრის შენობაზე ვანდალიზმი განხორციელდა. დაუდგენელმა პირებმა თეატრის შენობის ვიტრინა ჩაამსხვრიეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოროტმოქმედები თეატრს ვნებენ – ქურდობა, ტექნიკის მოპარვა და მინების მსხვრევა თეატრის ხელმძღვანელობისთვის უცხო არ არის.