10 მაისი, 2017

გოჩა აბულაძე ლეგენდარულ ბარიტონთან იმღერებს

ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე წლებია უცხოეთში ცხოვრობს და ევროპის წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად მღერის. მისი სპექტაკლების გრაფიკი წინასწარ გაწერილია, ამიტომ სამომავლო გეგმებზე ქართველ საოპერო მომღერალს საუბარი არ უჭირს.

ივნისში გოჩა აბულაძე ლეგენდარულ ბარიტონთან ლეო ნუჩისთან ერთად ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოში” იმღერებს. ქართველი მომღერალი მონტერონეს არიას შეასრულებს. მას წილად ხვდა პატივი თავად ლეო ნუჩის შემცვლელი იყოს რიგოლეტოს პარტიაზე.

სპექტაკლები კუნძულ სარდინიაზე ფორტე არენას სცენაზე გაიმართება.