22 მაისი, 2017

განსაკუთრებული საჩუქარი მაიკო კაჭკაჭიშვილს

არაერთი ცნობილი ქართული სიმღერის ავტორს მაიკო კაჭკაჭიშვილს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს.

21 მაისს “ოტიუმში” მისი საავტორო კონცერტი გაიმართა, რომელიც ნიკოლოზობას მიეძღვნა.

კონცერტში ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ. სწორედ კონცერტის მსვლელობისას გაუკეთა საჩუქარი კომპოზიტორს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ და მაიკოს 3-ოთახიანი ბინა აჩუქა რემონტით.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

– შოკი მაქვს!