17 მაისი, 2017

“ბრძოლა კონსტანტინე გამსახურდიასთან ასეთი ფორმითაც გამოიხატება”

კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი კონსტანტინე გამსახურდია საზოგადოებას ბაბუის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ინიციატივას აცნობს.

კონსტანტინე გამსახურდია:

“ბრძოლა კონსტანტინე გამსახურდიასთან ასეთი ფორმითაც გამოიხატება: 15 მაისი კვირიკაშვილს გამოუცხადებია რუსთაველის დღედ! თითქოს სხვა დღე არ იყოს 365 დღიან წელიწადში. ან რატომ მაინცადამაინც 15 მაისი, ვინმემ იცის, როდის დაიბადა რუსთველი?

ზუსტად იგივე გააკეთეს აეროპორტზეც: როდესაც საკრებულომ წამოაყენა ინიციატივა, აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი დარქმეოდა, ქოცმთავრობამ მას უწოდა რუსთაველის სახელი.

უსაზღვროა ამ ადამიანთა იდიოტიზმი. ბოლოს ალბათ თავიანთ პარტიასაც სახელს გადაარქმევენ და იტყვიან: “ჩვენ რუსთაველი ვართ, რუსთაველი!”

რატომ დგამს მთავრობა ასეთ სულელურ და გამაღიზიანებელ ნაბიჯებს? უცხოელებზე მიწის გაყიდვისა არ იყოს, ან საპროტესტოდ გამოსული ხალხის კომუნისტებად მოხსენიებისა?

მთავრობაში ჩანერგილი რუსული სპეცსამსახურების აგენტურის მიზანი ცხადია: უნდა მივიღოთ ოხლოკრატია – გაგიჟებული ბრბოს მძვინვარება ქუჩაში, ქვეყნის არევა, შემდეგ რუსული ჯარის შემოყვანა და საქართველოს ახალი კუთხეების ლუგანსკიზაცია და დონეცკიზაცია – რიგში დგას სამეგრელო, აჭარა, პანკისი, ახალქალაქი.”