31 მაისი, 2017

ავთანდილ ვარსიმაშვილის ტრიუმფი უკრაინაში

გრიბოედოვისა სამხატვრო ხელმძღვანელის ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმულმა სპექტაკლებმა საერთაშორისო ფესტივალზე ექვს ნომინაციაში გაიმარჯვეს.

უკრაინაში გამართულ მე-19-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ტავრიის მელპომენა“ ფესტივალის საექსპერტო საბჭომ ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლებს 6 ნომინაციაში მიანიჭა პრიზი:

1. საუკეთესო რეჟისურა სპექტაკლისთვის „რევიზორი“ – თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი

2. დიდი სცენის საუკეთესო სპექტაკლი – „რიჩარდ მესამე“ – კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი.

3. მამაკაცის საუკეთესო როლი – ბოგდან ბენიუკი – რიჩარდ მესამეს როლისთვის სპექტაკლში „რიჩარდ მესამე“ – კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი.

4. ქალის საუკეთესო როლი – ტატიანა შლიახოვა – ლედი ანას როლისთვის სპექტაკლში „რიჩარდ მესამე“ – კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი.

5. მამაკაცის მეორე პლანის საუკეთესო როლი – ოლეგ სტალჩუკი – გლოსტერის როლისთვის სპექტაკლში „რიჩარდ მესამე“ – კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი.

6. ქალის მეორე პლანის საუკეთესო როლი – ნატალია კორპანი – დედოფალი მარგარიტას როლისთვის სპექტაკლში “რიჩარდ მესამე“ – კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი.

ფესტივალი „ტავრიის მელპომენა“ ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით „რიჩარდ მესამე“ გაიხსნა, რომელიც რეჟისორმა უილიამ შექსპირის მიხედვით უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ივან ფრანკოს ეროვნულ აკადემიურ თეატრში დადგა.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ტავრიის მელპომენა“ ყოველწლიურად 1999 წლიდან უკრაინის ქალაქ ხერსონში მაისის ბოლო კვირას ტარდება. ფესტივალის არსებობის 18 წლის განმავლობაში „ტავრიის მელპომენის“ მონაწილე 20 ქვეყნის 130 თეატრი გახდა.