მეცხრე სიმფონიის წყევლა

18 მაისი, 2017

მუსიკის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მეცხრე სიმფონიის წყევლა არსებობს. ამის შესახებ განცხადება პირველად არნოლდ შიონბერგმა გააკეთა და მოსაზრების ავტორად გუსტავ მალერი დაასახელა.

კლასიკური მუსიკის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ცნობილი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მეათე სიმფონიაზე მუშაობის დროს გარდაიცვალა. ანტონ ბრუკნერმა უარი თქვა საკუთარ პირველ სიმფონიაზე, რომელსაც “მთვარეული” უწოდა, თუმცა წყევლას მაინც ვერ ასცდა – კომპოზიტორი მეცხრე სიმფონიაზე მუშაობის დროს, რომელიც რიგთიობის მიხედვით მეათე იყო, გარდაიცვალა.

გუსტავ მალერმა, რომელმაც იცოდა, რომ მეცხრე სიმფონიის შემდეგ გარდაიცვალნენ ბრუკნერი და ბეთჰოვენი, გადაწყვიტა მისტიკური გამოსავალი ეპოვნა – მერვე სიმფონიის დასრულების შემდეგ, ახალ სიმფონიას მეცხრეს ნაცვლად “სიმღერა დედამიწაზე” უწოდა და ასე აიცილა დაწყევლილი ციფრის არსებობა საკუთარ შემოქმედებაში. ამის მიუხედავად, კომპოზიტორის დასრულებული სიმფონიური ნაწარმოები მაინც რიგით მეცხრე აღმოჩნდა, სიკვდილმა მას მეათე სიმფონიაზე მუშაობა აღარ დააცადა.

მეცხრე სიმფონიის წყევლას ვერც ფრანც შუბერტი და ვერც ანტონინ დვორჟაკი გადაურჩნენ.

გარდაცვალებამდე ალფრედ შნიტკემაც რიგით მეცხრე სიმფონია დაწერა.

ალექსანდრე გლაზუნოვმა მუშაობა კი დაიწყო მეცხრე სიმფონიაზე, მაგრამ შუა პროცესში შეწყვიტა, ამ ნაწარმოებს აღარც დაბრუნებია და ამის შემდეგ ორი ათეული წელი კიდევ იცოცხლა.

რა თქმა უნდა, ბევრმა კომპოზიტორმა წარმატებით გადალახა მეცხრე სიმფონიის წყევლა, თუმცა რამდენიმესთვის ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

გააზიარეთ

 
...