9 აპრილი, 2017

ძვირფასი შენაძენი ხელოვნების სასახლისთვის

საქართველოს ხელოვნების სასახლეს ბოლო პერიოდში არაერთი უნიკალური ნივთი შეემატა.

ამჯერად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა ხელოვნების სასახლის ბიბლიოთეკას ოპერა ბორის გოდუნოვისადმი მიძღვნილი რარიტეტული გამოცემა პარიზის წიგნის ბაზრობაზე შეუძინა.

– ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ ოპერის ანტრეპრენიორი აკაკი წერეთლის ვაჟი ალექსი იყო. აქ მისი ფოტოა დაბეჭდილი და ბიოგრაფია, აქვეა მისი და შალიაპინის ფოტოც!

ძვირფასი შენაძენია და კიდევ დასტური იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ საძებნი და შესასწავლია უცხოეთში, – განაცხადა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.