6 აპრილი, 2017

ჩვენ ვაშენებთ თეატრს!

– ამ სლოგანით საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა ახალი კამპანია წამოიწყო.
თეატრი, რომელსაც შენობა 1-ლარად გაუყიდეს, შენობის გარეშეა დარჩენილი.

ამირან შალიკაშვილი და მისი ხელოვნების გამგრძელებლები აქტიურად ცდილობენ ფართო საზოგადოების ყურადღების მიქცევას და სხვადასხვა შემეცნებით აქციებს ატარებენ.

“ჩვენ ვაშენებთ თეატრს!” – ამ მოწოდებაში პანტომიმის თეატრის მსახიობებთან ერთად, სხვა ცნობილი ხელოვანებით ჩაერთნენ და სპეციალური ვიდეორგოლი გადაიღეს.

ცნობილებმა გრიმი წაისვეს და ასე გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა პანტომიმის თეატრის მშენებლობის საქმეში, რაც იმის დასტურია, რომ თეატრს მარტო მიმები კი არა, მათთან ერთად ყველა აშენებს.