23 აპრილი, 2017

ქართველი მომღერლის გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე

საზოგადოება ხშირად ხარობს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსებზე ქართველი მომღერლების წარმატებებით.

“არტ ინფო” წარმოგიდგენთ კიდევ ერთ წარმატებულ ახალგაზრდა მომღერალს – მარიამ აკობიას, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება.

მარიამმა არაერთ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა – “ნიჭიერი”, “ახალი ხმა”, “იქს ფაქტორი” და თავისი გამორჩეული მუსიკალური შესაძლებლობებით მსმენელს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.

მარიამმა საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსში YOUTHVISION 2017  და პირველი ადგილი დაიმსახურა.