4 აპრილი, 2017

ტრაგედია მიშა სულუხიას ოჯახში

ახალგაზრდა მომღერალი მიშა სულუხია მსმენელმა სხვადასხვა მუსიკალური შოუებიდან გაიცნო.

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ბაროკოს მუსიკალურ აკადემიაში სასწავლებლად წასული მომღერალი საქართველოში დედის გამო დაბრუნდა. მსახიობ მაია მილორავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც მიშამ სწავლას თავი დაანება.

მაია მილორავას მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა – სიმსივნე. იგი სამკურნალოდ თურქეთში წავიდა, სადაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მიშა სულუხია:

“ჩემი მეოცნებე ლაღი და თბილი დედიკო. ხალხო, როგორ მტკივა. დეე, მაპატიე ამჯერად ვერ გიშველე.”