23 აპრილი, 2017

პანკისში ქართული სალოცავი დაანგრიეს

მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სისტემატურად ახორციელებს მონიტორინგს და კულტურულ ძეგლებს იცავს, პანკისში უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

ქართული სალოცავის დანგრევის შესახებ ინფორმაციას ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ავრცელებს:

“აი, ძალიან არ მომეწონა ეს ამბავი.
პანკისში მშენებარე ქართული სალოცავი დაუნგრევიათ.

მე არ მინდა, ვიფიქრო, რომ უპატივცემულობას აქვს ადგილი და იმედი მაქვს, თავად პანკისელები არ მოიწონებენ ამას.
ვიღაც პროვოკატორმა ქნა ეს ამბავი, რომ ქართველებთან ურთიერთობა დაძაბოს.

კარგი იქნება, თუ მას(თ) თავად ქიატები და სახელმწიფო გამოავლენს.
ჩემი აზრით, ცეცხლთან თამაშია.”