5 აპრილი, 2017

მორიგი გამარჯვება პროექტში “ცოდნა ფულია”

პროექტში “ცოდნა ფულია” ყველას ეძლევა შანსი მოიგოს იმდენი, რამდენიც იცის. გადაცემის წამყვანი დუტა სხირტლაძე მაქსიმალურად ცდილობს მოუხსნას დაძაბულობა მოთამაშეებს და სწორი პასუხის პოვნაში ხელი შეუწყოს.

გადაცემაში მორიგი გამარჯვება დაფიქსირდა. მოთამაშე გიორგი ჭეიშვილმა ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა, გადამწყვეტ კითხვასაც სწორად უპასუხა და 26.100 ლარი მოიგო.

გამარჯვების მომტანი შეკითხვა კი ასე ჟღერდა:

– რა ერქვა მონეტას ძველ რომში, რომლითაც სავარაუდოდ საროსკიპოთი სარგებლობის ფულს იხდიდნენ.

გადაცემის წამყვანმა დუტა სხირტლაძემ ტრადიციულად 4 სავარაუდო პასუხი დაასახელა:

A. სოლიდუსი; B. სპინტრია; C. ფოლისი; D. დუპონდიუსი.

ქუთაისელმა გიორგი ჭეიშვილმა სწორ პასუხად B.სპინტრია შეარჩია და 26.100 ლარიც მოიგო.