1 აპრილი, 2017

თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმი კინოთეატრებში

თვითმფრინავის ბიჭების ისტორია წლებია ფართო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ამოუწურავი თემაა. მწერალმა დათო ტურაშვილმა პიესა დაწერა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა სპექტაკლი დადგა. კინორეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა კი ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც ბერლინალეზე შედგა.

“მძევლები” – ასე ეწოდება ფილმს და ის რეალურ ამბავზეა აგებული. სცენარი რეჟისორთან ერთად ლაშა ბუღაძემაც დაწერა.

ფილმის მსოფლიო პრემიერის შემდეგ, რეზო გიგინეიშვილის ნამუშევრის ნახვის შესაძლებლობა ქართველ მაყურებელსაც ექნება. 20 აპრილიდან “მძევლები” კინოთეატრებში გამოდის.

წლის მთავარ ქართულ კინომოვლენად შეფასებული ფილმის სარეკლამო რგოლი ინტერნეტში უკვე გავრცელდა.