22 აპრილი, 2017

”დიდგორის აღნიშვნა უხერხულია?”

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ბრძოლის ბრწყინვალე გამარჯვების აღნიშვნის თემას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლების პოზიციით გაკვირვებულია.

თაკო ჩარკვიანი:

”დიდგორის აღნიშვნა უხერხულია, ვინმეს არ ეწყინოსო? არა, მართლა? თუ მომესმა? აბა რა, მიდით “ძვირფასო ხელისუფლებავ”, რაც უფრო “მალე” გამოშტერდებით და ამოაფრქვევთ “სიბრძნეებს”, მით უფრო სწრაფად წახვალთ, თორემ უკვე მგონია,რომ დიდგორის ბრძოლა კი არა, ლავროვის ნასუფრალი არ ეღირსება ამ ქვეყანას, თქვენს ხელში.

ახლა რაღაც სიტყვა მომაგონდა, რა თქმა უნდა, ძველი, ქართული – ახლა არ დავწერ, ხელისუფლების ახალი სისულელისთვის და სიბრიყვისთვის შემოვინახავ, გამომადგება – ვ. ჩ. პ – ვაი ჩვენს პატრონს!”