24 აპრილი, 2017

გავანადგუროთ ფილმები ,,გიორგი სააკაძე”, ,,ბაში აჩუკი”, “მაია წყნეთელი”…

ამ თხოვნით მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თემო კილაძე დღევანდელ ხელისუფლებას მიმართავს და თხოვნის მიზეზსაც განმარტავს.

თემო კილაძე:

“თხოვნა მაქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან – გავანადგუროთ ფილმები ,,გიორგი სააკაძე”, “ბაში აჩუკი”, “მამლუქი”, “მაია წყნეთელი” და ა. შ. პროზა და პოეზია – ყველაფერი, რაც კი დიდად პატივცემულ მეზობლებს არ სიამოვნებთ.

გადავწეროთ ისტორია, იქნება სულაც ოსმალო ვართ. ვფიქრობ, კიდევ რა გაკადროთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უჩემოდაც მოახერხებთ საქართველოს ისტორიაში, შავ ფურცელზე შავი ასოებით შესვლას.”