7 აპრილი, 2017

“ამომივიდა ყელში!”

მსახიობი გიორგი ყიფშიძე თითქმის არასდროს აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ამბობს საჯაროდ იმას, რაც რეალურად აწუხებს.

ამჯერად გიორგი იმ სატკივარზე საუბრობს, რომელიც უკვე გაუსაძლისია და გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია.

გიორგი ყიფშიძე:

“მსახიობებმა მომწერეთ, ვინც ხართ თანამოაზრეები!!! იმისათვის რომ ჩამოვყალიბდეთ, ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ. ყველამ თავიანთი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენს მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს.

არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას. ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით.

უკულტურო სამინისტროსი მრცხვენია და ყველა ფსევდო კულტურის მოხელეები მძულს, პირფერები და ერთი ადგილის მიმცემები. არავინ არ ფიქრობს წლების მერე მათ როგორ მოიხსენიებენ, იმიტომ რომ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ. მე პირადად ამომივიდა ყელში ამდენი უცოდინარი სირის ყურება.

სერიოზულად ვამბობ, დავთქვათ თარიღი, შევიკრიბოთ, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, დავკვალიანდეთ და ნაბიჯი გადავდგათ. ორგანიზებას ჩემს თავზე ვიღებ, რომ ადვილად დავკვალიანდეთ.”