მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორები ერთ კომპოზიციაში – ნაწილი II

17 აპრილი, 2017

”არტ ინფომ” კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესთავაზა 6-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელშიც ცნობილი კომპოზიტორების საუკეთესო ნაწარმოებები ორიგინალურად იყო შერწყმული.

ამჯერად გთავაზობთ მეორე ვიდეორგოლს, სადაც 31 კომპოზიტორის შემოქმედებაა გაერთიანებული, მათ შორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ჯუზეპე ვერდის, პეტრე ჩაიკოვსკის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოჰან შტრაუს II-ის, ჯონ ფილიპ სოუსას, ჯოაკინო როსინის, ანტონიო ვივალდის, ფრიდერიკ შოპენის, ფრანც შუბერტის, იოზეფ ჰაიდნის, იოჰან სებასტიან ბახის, იოჰანეს ბრამსის, ჟორჟ ბიზეს, ფერენც ლისტის, ედვარდ გრიგის, რობერტ შუმანის, ფელიქს მენდელსონის, ბედრჟიხ სმეტანას რჩეული ნაწარმოებები.

ვიდეორგოლი მოხიბლავს არა მარტო მათ, ვისაც კლასიკური მუსიკა უყვარს, არამედ იმ მსმენელსაც, ვისთვისაც ხელოვნება განსაკუთრებულად ძვირფასია.

გააზიარეთ