13 მარტი, 2017

ყურადღება! ყურადღება!

ასე მიმართავს ფართო საზოგადოებას რეჟისორი დავით საყვარელიძე. რეჟისორი, რომლის სახელსაც არაერთი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი კონცერტის თუ სპექტაკლის განხორციელება უკავშირდება, კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საღამოს აანონსებს.

დავით საყვარელიძე:

“ყურადღება ყურადღება! სუპერ სასიხარულო ამბებია!

ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით სექტემბერში ჩამოვა საქართველოში.

ორმაგად სასიხარულოა, რომ ზუბინ მეტასთან დაუკრავს ხატია ბუნიათიშვილი, რომლის დახმარებითაც, დიდი ძალისხმევით შედგა კონტაქტი ამ საოცარ ორკესტრთან.

“სილქროუდ ჯგუფი” გახლავთ ამ პროექტის ავტორიც და მასპინძელიც. განუზომელ საქმეს აკეთებს: ამჟამად შენდება საკონცერტო ამფითეატრი 1000 მაყურებელზე.

სულ რამდენიმე დღის წინ კი მივიღეთ ცნობა საქართველოს პრემიერ მინისტრისგან, ეკონიმიკის მინისტრისგან, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრისგან, რომ ისინი დახმარებას გაუწევენ წამოწყებულ საქმეს.

ეს კონცერტი ეძღვნება მომავალ “წინანდლის ფესტივალს”, რომელიც 2019 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. დიდი მადლობა ყველას!

მოკლედ 2017 წლის სექტემბერში ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი, ფენომენალური მაესტრო ზუბინ მეტა და განუმეორებელი ხატია ბუნიათიშვილი ეწვევიან ჩვენს ქვეყანას.

კონცერტზე დასასწრებად ინფორმაციას მოგაწვდით მაისში. სწორედ ეხლა მიმდინარეობს ყველაფრის დაზუსტება.”