5 მარტი, 2017

ქართველი პიანისტი საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ანა ყიფიანი საფრანგეთში გამართული პიანისტთა რიგით მე-16 საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია.

კონკურსში მონაწილეობენ პიანისტები 16-დან 25 წლამდე. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ფინალში პირველი ადგილის დასაკავებლად სამი რჩეული იბრძოლებს – ახალგაზრდა პიანისტები საქართველოდან, რუმინეთიდან და ჩინეთიდან.

გამარჯვებულებისთვის დაწესებულია საპრიზო თანხა 25.000 ევროს ოდენობით.

ანა ყიფიანი არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. იგი მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობს და ელისო ვირსალაძის მოსწავლეა.