29 მარტი, 2017

“მოკეტეთ!”

– მეტი არ ვიცი, რა ფორმით გამოვხატო პროტესტი იმაზე, რასაც ორი დღეა ვისმენ. ნუ ავყვებით სუსტებს, მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა პროვოკაციის! – აცხადებს თავისუფალი თეატრის მსახიობი ჯაბა კილაძე და საზოგადოებას რეალობაში გარკვევისკენ მოუწოდებს.

პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ღამის კლუბი ”ბასსიანი” ერთ-ერთი მინისტრის საკუთრებაა და იქ ლეგალურად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკი.

ჯაბა კილაძე:

“ეჰეეიი, შენ ვინმე ქართველო, დაანებე ბასიანს თავი. უბრალოდ ჩამო და გაერთე. მეტი არ ვიცი რა ფორმით გამოვხატო პროტესტი იმაზე, რასაც ორი დღეა ვისმენ. ნუ ავყვებით სუსტებს, მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა პროვოკაციის!

ბერლინში მსგავსი მიმართულების კლუბს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და უფრთხილდებიან, იმიტომ რომ ტურიზმის ერთ-ერთი გარანტია! დარწმუნებული ვარ, არც იცით რას ლაპრაკობთ, ყველაფერს კადრულობთ ერთი დღე რომ აქტუალურები იყოთ, იმიტომაც ხართ პოლიტიკური გვამები!

ადგილზე, რომელსაც სოდომს ეძახი, რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი ერთობა და ერთი ჩხუბის ფაქტი არ ხდება. ასე რომ, მოკეტეთ და თქვენც გაერთეთ!”