25 მარტი, 2017

მოდის ოსკარი დემნა გვასალიას

ბალენსიაგას ქართველმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ მსოფლიო მოდის ინდუსტრია აალაპარაკა და მისი კოლექციებით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.

დემნა პირველი ქართველი დიზაინერია, რომელიც მოდის ინდუსტრიის ისტორიაში გამორჩეულად შევა.

CFDA -მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ წელს საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა დემნას. CFDA-ზე მაღალი დონის ჯილდო მოდის ინდუსტრიაში ჯერ არ დაუწესებიათ.

ამ ჯილდოს ძირითადად სამოდელო ბიზნესის ლეგენდები იღებენ. დემნა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში იქნება პირველი დიზაინერი საქართველოდან, რომელსაც მოდის ოსკარს გადასცემენ.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ივნისში ნიუ-იორკში გაიმართება.