30 მარტი, 2017

“მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ…”

ქართველი საოპერო მომღერლები სულ უფრო დიდ წარმატებებს აღწევენ მსოფლიო ასპარეზზე. უკვე აღიარებულ საოპერო ვარსკვლავებს ჩვენი თანამემამულეები ღირსეულ პარტნიორობას უწევენ.

ქართველი საოპერო მომღერალი ლაშა სესიტაშვილი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების და ფესტივალების გამარჯვებულია. მისი ოცნება ახდა და ლა სკალას აკადემიაში ჩააბარა.

ლაშა სესიტაშვილი:

“მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ… დღევანდელი დღე დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. დღეს წარმატებით ჩავაბარე ლა სკალას აკადემიაში…

ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი მაესტროს ელდარ გეწაძის მიმართ, მისი დიდი დამსახურებაა ჩემი წარმატება! დიდი მადლობა მაია ფერაძეს უდიდესი შრომისთვის! და, რა თქმა უნდა, მინდა მოვეფერო ჩვენ საყვარელ მაესტრო ნოდარ ანდღულაძეს, რომელთანაც პირველად ვიგრძენი რა არის ნამდვილი ხელოვნება!”