26 მარტი, 2017

“თუ მართლა ასეთ დიდ პიროვნებებად მიგაჩნიათ ეს უდიდესი ქართველები…”

– სწორედ ამაზეა ნათქვამი: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს,” – აცხადებს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

ნიკოლოზ ხომასურიძე:

“თუ მართლა ასეთ დიდ პიროვნებებად მიგაჩნიათ ეს უდიდესი ქართველები და თანაც ექვთიმე თაყაიშვილის პოსტერი პირველ ადგილზეა, მაშინ ასეთი უყურადღებობა მის შესახებ პირველი მხატვრული ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი”-ს მიმართ ნამდვილად სამწუხარო და გასაოცარია.
გზა ევროპისკენ კი არა, პირველ რიგში გზა შენი ისტორიისკენ უნდა ეწეროს ამ პოსტერებს. სწორედ ამაზეა ნათქვამი: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.”

www.EKVTI.me – იქნება ეწვიოთ ფილმის ვებ-გვერდს, ვისაც ეს გეხებათ. 15 აპრილს მოვრჩებით უკვე ფილმის გადაღებებს და მანამდე კიდევ არის დრო.

“ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც.” (ილია ჭავჭავაძე)