ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხელოვანი რეანიმაციაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ინფორმაციას ილუზიონისტის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურა შარია ავრცელებს:
“ღმერთმა ძალა მისცეს ჩვენ ძმას და მეგობარს, უნიჭიერეს ადამიანს, ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას!!!
ინსულტით წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმები ძალას არ იშურებენ, მაგრამ ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა. ღმერთმა გააძლიეროს!!!”