ქუთაისის პანტომიმის თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება.
ორწლიანი მუშაობის შემდეგ, მსახიობები მაყურებელს თავის ნამუშევარს შესთავაზებენ.
“ცოდვილნი” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ბაქარ ბაქრაძეა.
საპრემიერო სპექტაკლს დასი 18 მარტს, 18 საათზე ქუთაისის ოპერის თეატრში გამართავს.
სპექტაკლზე დასწრება 14 წლამდე მაყურებლისთვის აკრძალულია.