1 მარტი, 2017

გოგი ჭიჭინაძის საერთაშორისო წარმატება

დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი. კონცერტები მისი დირიჟორობით მსმენელში განუსაზღვრელ ემოციებს იწვევს.

მაესტროს გამართული აქვს 200-მდე კონცერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ორკესტრებთან ერთად.

გოგი ჭიჭინაძეს ხშირად იწვევენ უცხოეთში.

ამჯერად ის პოლონეთში მიიწვიეს, სადაც “F. Chopin Baltic Philharmonic Orchestra”-ს სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.