ფიტარეთის მონასტერს საფრთხე ემუქრება

7 მარტი, 2017

ბოლნისის რაიონში მდებარე XIII საუკუნის უნიკალურ კულტურულ ძეგლს – ფიტარეთის მონასტერს საფრთხე ემუქრება.

ინფორმაციას საყდრისის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე ავრცელებს:

“ფიტარეთის მონასტერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მის გარშემო 500 მეტრამდე ტერიტორია ასევე დაცულია, თუმცა ფართომასშტაბიანი სამუშაოების განხორციელების დროს ეს 500 მეტრი შეღავათს არ გვაძლევს.

ფიტარეთის მონასტერს, რომელიც ისედაც სავალალო მდგომარეობაშია, რომელშიც წვიმის დროს წყალი ჩადის და ფრესკები ზიანდება, დიდი საფრთხეს შეუქმნის ოქროს მოპოვების სამუშაოები, რადგან მცირე ბიძგებმაც კი შეიძლება ძეგლი დააზიანოს. საფრთხე დაემუქრება ასევე იმ არქეოლოგიურ ობიექტებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე მრავლად არის.

ასე ადრე იმიტომ ვაკეთებთ განცხადებას, რომ სამწუხარო პრეცედენტი გვაქვს თვალწინ საყდრისის სახით.

მივმართავთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და კულტურის სამინისტროს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ საკითხთან დაკავშირებით.”

გააზიარეთ

 
...