ისლამ ფილფანი გარდაიცვალა

ისლამ ფილფანი გარდაიცვალაქართული ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებლებს კიდევ ერთი ლოტბარი და მომღერალი გამოაკლდათ.

გარდაიცვალა დიდი სვანი ხელოვანი ისლამ ფილფანი. სამწუხარო ინფორმაცია ანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელმა გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა დიდი სვანი ლოტბარი და მომღერალი, არაჩვეულებრივი პიროვნება ისლამ ფილფანი. ბედნიერი ვარ რომ ვიცნობდი ბატონ ისლამს და მისგან ძალიან ბევრი რამ მაქვს ნასწავლი.

ვუსამძიმრებ ოჯახს, სვანეთს და საქართველოს. ძალიან დიდი დანაკლისია ქართული ხალხური სიმღერისთვის ისლამ ფილფანის გარდაცვალება.”