29 მარტი, 2017

“ცხოვრების დასანგრევად ყველაზე მძაფრი იარაღი სიტყვაა”

ბრაზილიელი მწერლისა და ლირიკოსის პაულო კოელიოს ნაწარმოებები ქართველ მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცხოვრებისეული სიღრმე, საინტერესო და საოცრად დამაფიქრებელი ტექსტები მკითხველს კიდევ უფრო მიჯაჭვულს ხდის მწერლის შემოქმედებასთან.

“არტ ინფო” გთავაზობთ პაულო კოელიოს გამონათქვამებს, რათა კარგად გავიაზროთ ცხოვრების არსი და თითოეული ჩვენგანის ამქვეყნად მოვლენის მთავარი მისია.

***

ადამიანის ცხოვრების დასანგრევად ყველაზე მძაფრი იარაღი სიტყვაა, რომელიც ისე გაგანადგურებს, სისხლის კვალსაც არ დატოვებს, სამაგიეროდ დატოვებს იარას, რომელიც არასდროს მოშუშდება.

ცხოვრება იმით არის საინტერესო, რომ ერთ დღეს შეიძლება ყველა სიზმარი ახდეს.

როცა რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.

ყველაზე დიდი განძი, რაც ღმერთმა მოგვცა, ესაა ძალაუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებზე.

ჩვენს სულს 4 უხილავი ძალა მართავს – სიყვარული, სიკვდილი, ძალაუფლება და დრო.

როცა გიყვარს, ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს, საკუთარ გზას ეწიოს თუ ხელი შეუშალა, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა ჭეშმარიტი.

ოცნების ასრულებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს – დამარცხების შიში.

თუ შენ გჯერა გამარჯვების, გამარჯვებასაც სჯერა შენი.

არ არსებობს ერთადერთი შანსი – ცხოვრება ამის შესაძლებლობას აუცილებლდა მეორედაც მოგცემთ.

პოპულარობის სინდრომი – როცა ადამიანები ივიწყებენ, თუ ვინ არიან და იჯერებენ იმას, რასაც მათზე ამბობენ.

დაიმახსოვრე, ყოველი ადამიანი ამ დედამიწაზე, რასაც უნდა აკეთებდეს, უმთავრეს როლს ასრულებს სამყაროს ისტორიაში. თუმცა, შეიძლება, თავად მან არც არაფერი იცოდეს ამის შესახებ.

ის, რაც ერთხელ მოხდა, შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს, მაგრამ ორჯერ მომხდარი აუცილებლად განმეორდება.

ყველა თავისებურად სწავლობს. ჩემთვის მისი გზაა მიუღებელი, მისთვის კი – ჩემი, მაგრამ ორივე საკუთარ გზას ვეძებთ და თუნდაც ამისთვისა ვართ პატივისცემის ღირსი.

ჩვენ ვერასოდეს ვხვდებით, რა განძი გვიჭირავს ხელში. იცი რატომ? ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ საგანძურისა.