9 თებერვალი, 2017

ქართული თეატრების საუკეთესო ხუთეულები ცნობილია

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა გასული წლის ყველაზე მნშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა და საუკეთესო ხუთეულები დაასახელა.

სხვადასხვა ნომინაციებში დასახელებული ხუთეულები ასე გამოიყურება:

სცენაზე განხორციელებული ახალი ქართული პიესა/სათეატრო ტექსტი – 2016

დავით გაბუნია, დათა თავაძე – პრომეთე/ დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ალექს ჩიღვინაძე, მარინა რევია, სამეფო უბნის თეატრი
ალექს ჩიღვინაძე, ოლიმპიური თამაშები, სამეფო უბნის თეატრი
დათა ფირცხალავა, დიდი შესვენება, მესხეთის (ახალციხის თეატრი)
ნინო ხარატიშვილი, მრისხანება, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

 

საუკეთესო დებიუტი – 2016

გურამ ღონღაძე, მარინა რევია, სამეფო უბნის თეატრი
ირაკლი გურგენიძე, დაგვიანებული ჩაი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
ცოტნე ხუბუტია, კვაჭი, ცხინვალის თეატრი
ანა ბებია, პარტახი, რუსთაველის 19
ილია ქორქაშვილი, ჟული, გორის ერისთავის თეატრი

 

საუკეთესო თოჯინური სპექტაკლი – 2016

ბატონი ზომერი, იოსებ ბაკურაძე, ბორჯომის თოჯინების თეატრი
შვლის ნუკრის ნაამბობი, ნიკა საბაშვილი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
გამოუქვეყნებელი ნოველა, ელენე მაცხონაშვილი, თბილისის თოჯინების თეატრი
მზის სხივი, ეკატერინე სირაძე, ქუთაისის თოჯინების თეატრი

 

2016 წლის საუკეთესო საბავშვო სპექტაკლი

მაუგლი, ნიკა საბაშვილი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
რაპუნცელი, ლაშა გოგნიაშვილი, რუსთავის თეატრი

 

საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი/ქორეოგრაფიული სპექტაკლი – 2016

გია მარღანია, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
თიკო ქოიავა, კახა შარტავა, რიჩარდ III, ილიაუნის თეატრი
მარიამ ალექსიძე შექსპირი, სიყვარული, რუსთაველის თეატრი
კოტე ფურცელაძე, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი

 

საუკეთესო სცენოგრაფია/კოსტიუმები -2016

ქეთი ნადიბაიძე, პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
გიორგი სიხარულიძე, ესმა ხეცურიანი, რევიზორი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი
თამარ ოხიკიანი, ხალხის მტერი, ფოთის ვალერიან გუნიას თეატრი

 

საუკეთესო მუსიკა, მუსიკალური გაფორმება სპექტაკლში – 2016

გია ყანჩელი, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი
ვატო კახიძე, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
ნიკა ფასური, პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ზვიად ბერიაშვილი, სტუმარ-მასპინძელი, ახმეტელის თეატრი

 

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი – 2016

პაატა ინაური, პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი, მეფე ლირი, სამეფო უბნის თეატრი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
რეზო ქაროსანიძე, რევიზორი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი
შაკო მირიანაშვილი, სხვების ცხოვრება, ტავისუფალი თეატრი
გიორგი შერვაშიძე, პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ანდრია ვაჭრიძე, ჩარლის დეიდა, ჩეხოვი, რეპეტიცია, ილიაუნის თეატრი

 

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი – 2016

კატო კალატოზიშვილი, პრომეთე – დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ნატუკა კახიძე, კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, მარჯანიშვილის თეატრი
თათია თათარაშვილი, რამდენი დემონიც გნებავთ, ბათუმის თეატრი
ანა ვასაძე, უსახელო ვარსკვლავი, მარჯანიშვილის თეატრი
ანა სანაია, ადამიანთა სიყვარული, მარჯანიშვილის თეატრი

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – 2016

ზურა ყიფშიძე, მეფე ლირი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
აპოლონ კუბლაშვილი, მოთამაშეები, გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი
ზუკა პაპუაშვილი, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი
ბესო ბარათაშვილი, უცხოობაში, Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
კახა მიქიაშვილი, სხვების ცხოვრება, თავისუფალი თეატრი

 

საუკეთესო მსახიობი ქალი – 2016

ნინო კასრაძე, მარინ რევია, სამეფო უბნის თეატრი
ნინელი ჭანკვეტაძე, ჩიტები, რკინის თეატრი
ბაია დვალიშვილი, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
ნინო ბურდული, დაგვიანებული ჩაი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
ქეთი ცხაკაია, მოხუცი ქალის ვიზიტი, მარჯანიშვილის თეატრი
ნანა ფაჩუაშვილი, სასტუმრო ორი სამყარო ს გასაყარზე, რუსთაველის თეატრი
მანანა კოზაკოვა, უცხოობაში, Begalut, მარჯანიშვილის თეატრი

 

2016 წლის საუკეთესო რეჟისურული ნამუშევარი

დათა თავაძე, პრომეთე/ დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ლევან წულაძე, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
რობერტ სტურუა, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი
გიორგი სიხარულიძე, რევიზორი, ქუთაისის მესხიშვილის თეატრი
მიხეილ ჩარკვიანი, კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, მარჯანიშვილის თეატრი

 

2016 წლის საუკეთესო სპექტაკლი

დათა თავაძე, პრომეთე/ დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ლევან წულაძე, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
რობერტ სტურუა, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი
მიხეილ ჩარკვიანი, კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, მარჯანიშვილის თეატრი

თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირმა ორი სპეციალური პრიზი დააწესა, რომლებიც გადაეცათ: თემურ ჩხეიძეს – წარმატებული პროექტისთვის „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი – თემურ ჩხეიძის სახელოსნო“ და გურანდა გაბუნიას – 60 წელი სცენაზე (მარჯანიშვილისა და გრიბოედოვის თეატრების სცენებზე განხორციელებული როლებისთვის).

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის ინიციატივით, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა რეჟისორი გივი სარჩიმელიძე (ახალი სათეატრო განზომილების აღმოცენისთვის), მთარგმნელი მანანა ანთაძე (ქართული დრამატურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის), ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორი გურამ ბათიაშვილი (სათეატრო კრიტიკის მხარდაწერისა და განვიტარებაში შეტანილი წვლილისთვის), ქუთაისის და ჭიათურის თეატრების კოპროდუქცია „მეთევზე ერთი, ორი“ (ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი საუკეთესო სპექტაკლი) და საქართველოში მოქმედი ყველა ფესტივალის გუნდი.