1 თებერვალი, 2017

ქართველი მსახიობი თეირანში საუკეთესოდ დასახელდა

თეირანში რიგით 35-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც საქართველოდან მუსიკისა და დრამის თეატრი მონაწილეობდა.

დასმა ფესტივალის ფარგლებში ორი სპექტაკლი წარმოადგინა – რეჟისორ მაკა ნაცვლიშვილის ”ფსიქოზი 4.48″ და რეჟისორ დავით დოიაშვილის “ფსკერზე”.

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ნანა ბუთხუზი სპექტაკლში ”ფსკერზე” შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა – მას ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გადაეცა.