14 თებერვალი, 2017

სიყვარულის ხეივანი ოტია იოსელიანის ეზოში

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე ახალი ინიციატივით გამოდის – მთელს საქართველოში რაც შეიძლება მეტი ხეივანი გაშენდეს და მათი სახელწოდება სიყვარულის ხეივნები იყოს. სიყვარულის ხეივნების გაშენება ქუთაისიდან დაიწყება.

იზა ვეფხვაძე:

“წყალტუბოში, ოტია იოსელიანის ეზოში, მალე “სიყვარულის ხეივანი” აშრიალდება…. ჩვენ ქუთაისიდან ვიწყებთ “სიყვარულის ხეივნების” გაშენებას, თუმცა უკვე ვესაუბრე ოტია იოსელიანის შვილს, დაჩი იოსელიანს და შევთავაზე, რომ ბატონი ოტია იოსელიანის ეზოშიც გაშენებულიყო სიყვარულის ხეივანი… მან დიდი სიხარულით მიიღო ეს წინადადება და წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩა N1-ში, დიდი ოტიას ეზოშიც აშრიალდება ჩვენს მიერ, კამპანიის ფარგლებში გაშენებული “სიყვარულის ხეივანი”. ამიტომაც ქუთაისსა და წყალტუბოში ნერგების დარგვა ერთდროულად მოხდება.”