17 თებერვალი, 2017

“რას ფიქრობენ აფხაზეთის ძეგლებზე?”

ბოლო პერიოდში აფხაზეთში მდებარე უნიკალური ძეგლები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ბედიის მონასტერში თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სოფელ წებელდაში კი ეკლესია საერთოდ დაანგრიეს.

ხელოვნებათმცოდნე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აფხაზეთში მდებარე ძეგლების საკითხს ეხმაურება და კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი:

“კულტურის და საგარეო სამინისტროები – რას ფიქრობენ აფხაზეთის ძეგლებზე? ან სტრასბურგში იჩივლონ, ან დიდი გამოფენები აკეთონ მსოფლიოს დედაქალაქებში (სხვაგანაც), ააგორონ კამპანია ვანდალიზმის და ოკუპაციის წინააღმდეგ.

უკანასკნელ წლებში რაიმე საერთაშორისო გამოფენა გამართულა? არაფერი რეზონანსული. არც ერთჯერადი პროექტი უშველის ამ საქმეს. პოლიტიკა სჭირდება, რომელიც არ ჩანს…”