19 თებერვალი, 2017

მსოფლიო შედევრები ხელოვნების სასახლეშია

გიგო გაბაშვილის, პიკასოს, კანდინსკის, რუბოს, ფებერის და მაქსიმილიან ლუსის ნამუვშევრები, რომლებიც მსოფლიო შედევრებად არის აღიარებული, ხელოვნების სასახლეშია გამოფენილი.

უპრეცენდენტო გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული ტილოები კერძო კოლექციონერ დავით კობახიძეს ეკუთვნის და თითოეული მათგანი სოტბის, ქრისტის და სხვა მსოფლიოს წამყვან აუქციონებზეა შეძენილი.

ხელოვნების სასახლის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საგამოფენო დარბაზში მეორე დღეა ხალხის ნაკადი არ წყდება.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ჩვენს სასახლეს მაგარი გამოფენები და ზღვა დამთვალიერებელი არასდროს აკლდა, თუმცა ამ გამოფენამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა – ხელოვნების სასახლეში, სულ 4 საათში, 14-დან 18 საათამდე საგამოფენო დარბზებში მივიღეთ 1003-ზე მეტი დამთვალიერებელი! აი ეს არის მუზეუმი, აი ეს არის მუშაობა და ეს არის გამარჯვება! ვულოცავ ხელოვნების სასახლეს და გამოფენილი კოლექციის მფლობელს დავით კობახიძეს!”