24 თებერვალი, 2017

“მორიგი აზერბაიჯანული ქორეოგრაფიული კრიმინალი!”

– როდის ჰქონდათ “აზერებს” მუხლზე ტრიალი, 2 ტრიალი, ან ტრიუკი, მუხლებზე დაცემა, ცერებზე ცეკვა, კვანძური ტეხილები, ქორეოგრაფიული ესეთი ნახაზობრივი სტრუქტურა??? ამ ქორეოგრაფიულ დადგმას დაადეთ ქართული ცეკვის მელოდია და თავად მიხვდებით რომ საქმე საგანგაშოა! – აცხადებს ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი:

“კითხვა მაქვს ყველა პროფესიონალ ქორეოგრაფთან, მოცეკვავესთან, ქორეოლოგთან, ისტორიკოსთან და საერთოდ ყველა ქართველთან, ვინც აფასებს ქართულ ქორეოგრაფიას!

ეს ანსამბლი არის “აზერბაიჯანის სახელმწიფო ცეკვის აკადემიური ანსამბლი”, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს სუიტა, რასაც თქვენ ხედავთ, არ არის აზერბაიჯანული ქორეოგრაფია და არც ილეთები…

ესეც მორიგი კრიმინალია, რომელსაც მეზობელი ქვეყანა უსინდისოდ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ნერგავს თავისი ქვეყნის კულტურაში…
რასაც ხედავთ, თითქმის ყველა ილეთი ქართული ცეკვიდან არის მოპარული…

როდის ჰქონდათ “აზერებს” მუხლზე ტრიალი, 2 ტრიალი, ან ტრიუკი, მუხლებზე დაცემა, ცერებზე ცეკვა, კვანძური ტეხილები, ქორეოგრაფიული ესეთი ნახაზობრივი სტრუქტურა??? ამ ქორეოგრაფიულ დადგმას დაადეთ ქართული ცეკვის მელოდია და თავად მიხვდებით რომ საქმე საგანგაშოა!

ესეთი ფინანსურად ძლიერი სახელმწიფო, როგორიც აზერბაიჯანია, არ მგონია არ ჰქონდეს რამე სტრატეგია ქორეოგრაფიის განვითარებისთვის… მალე ჩადებს დიდ თანხებს კულტურაში და ძალიან მალე მივიღებთ შედეგებს… ქართული ცეკვა შეიძლება აღარც იყიდონ უცხოელმა პროდუსერებმა…

მე ვიცი, რომ ეს ერი არის “მუნსულმანური” ერი, არასოდეს “მუნსულმანი” ქალს მუხლზე არ უჯდებოდა თავის სარწმუნოებიდან გამომდინარე… რა გამოდის??? ქართული ცეკვა ერთადერთი ცეკვაა მსოფლიოში, რომელიც აგებულია ქალის მიმართ მოგრძალებით… ქართულ ცეკვაში ქალი არ უნდა გავდეს ჩათლახს და მამაკაცი ბაცანას… ნახეთ როგორ გაბაცნებული აქვთ ჩვენი ცეკვა!

რაღაც უნდა მოვიფიქროთ მთელმა ერმა ისე, რომ კონფლიქტი და რაღაც უთანხმოება არ მოგვივიდეს მეზობლებთან, ამას სწორი და მიზნამიმართული კულტურის პოლიტიკა სჭირდება.
დღეს ჩვენს ქორეოგრაფიას რომ მტერი ჰყავს, არ ვიცი რა…

ძალიან მოთხოვნადი გახდა ქართული ცეკვა მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ არ დაკარგა ქართული ვაჟკაცური ყოფა… ეს რაც ხდება ჩათვალეთ “ბიბილია” რომ წაგვართვან მაგის მსგავსია…”